მარნეულში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 2 ქვეითს, შემდეგ კი შენობას შეეჯახა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ორ ქვეითს, შემდეგ კი “ლიბერთი ბანკის” შენობას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები