რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს
რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, შეტევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონი სოფელი პოდოლი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2, დაიჭრა – 1 ადამიანი“, – წერს სინეგუბოვი.