იარსებებს თუ არა “ვაგნერი” და ვინ განიხილება პრიგოჟინის მემკვიდრედ – პესკოვის პასუხი

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ისეთი სტრუქტურა, როგორიც არის “ვაგნერი” დე იურე არ არსებობს, არის ჯგუფი „ვაგნერი“, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა უკრაინაში “სპეცოპერაციის მსვლელობაში”.

რაც შეეხება “ვაგნერის” მომავალს, პესკოვი ამბობს, რომ ამაზე ახლა საუბარი არ შეუძლია, რადგან არ იცის.

„არ დაგვავიწყდეს, რომ არ არსებობს ასეთი სტრუქტურა, არ არსებობს დე იურე “ვაგნერის” კამპანია. არსებობს “ვაგნერის” ჯგუფი, როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში. გუშინ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, დენის პუშლინმაც თქვა, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა დონეცკის მრავალი რეგიონის განთავისუფლებაში. და ამ ხალხის გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას, ამაზე პრეზიდენტმა ისაუბრა. რაც შეეხება “ვაგნერის” ჯგუფის მომავალს, ახლა ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი“, – განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ გადამდგარი პოლკოვნიკი, ანდრეი ტროშევი განიხილება ევგენი პრიგოჟინის მემკვიდრედ, პესკოვმა თქვა, რომ “ეს კითხვა ჩემთან არ არის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები