ჯანმო: მსოფლიოში, ბოლო 28 დღის განმავლობაში, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 63%-ით გაიზარდა

მსოფლიოში, ბოლო 28 დღის განმავლობაში, კერძოდ, 24 ივლისიდან – 20 აგვისტომდე პერიოდში, COVID-19-ით ინფიცირების, თითქმის 1,5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა 28 დღესთან შედარებით 63%-ით მეტი, და 2000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი, რაც პირიქით, 48%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიულეტენშია ნათქვამი.

რეგიონულ დონეზე, ახალი შემთხვევების ზრდა ჯანმოს სამ რეგიონშია დაფიქსირებული. კერძოდ, ევროპის რეგიონში +11%-ით; დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში +88%-ით და აღმოსავლეთ – ხმელთაშუა ზღვის რეგიონში +112%-ით; ხოლო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა ორ რეგიონში: აფრიკაში -84%-ით,
და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში -45%-ით.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკა, ბოლო 28 დღის განმავლობაში მაჩვენებელი შემცირებულია ორგანიზაციის 4 რეგიონში.

კერძოდ, აფრიკის რეგიონში -75%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში -55%-ით; ევროპის რეგიონში
-49%-ით და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში -14%-ით; ხოლო აღმოსავლეთ-ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, პირიქით, გაზრდილია 70%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები