F-16-ზე პილოტების სწავლების დაწყება – ბაიდენმა და ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ლიდერებმა F-16 გამანადგურებლებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყება და სხვა ქვეყნებისთვის ასეთი თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვის მიცემის დაჩქარება განიხილეს.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვაში „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და დააკისროს რუსეთს მის ქმედებებზე პასუხისმგებლობა“.
“ამერიკელი ხალხის სახელით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა აღფრთოვანება უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და თავგანწირვის გამო, რომელიც იბრძვის თავისი თავისუფლებასა და უსაფრთხო მომავლისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.