Reuters: აშშ-ის ოფიციალური პირები ერთ-ერთ ვერსიად განიხილავენ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, რუსეთის ტერიტორიიდან რაკეტით ჩამოაგდეს

აშშ-ის ოფიციალური პირები ერთ-ერთ ვერსიად განიხილავენ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, რუსეთის ტერიტორიიდან რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა სააგენტოს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ეს იყო მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. როგორც მათ აღნიშნეს,  ინფორმაცია ჯერ კიდევ წინასწარია და განხილვის პროცესშია და არ გამორიცხავენ შეფასების შეცვლას.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, რეისზე დარეგისტრირებული მგზავრების სიაში იყვნენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, მისი მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინი და დაჯგუფების სხვა მეთაურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები