პუტინი პრიგოჟინზე: ის რთული ბედის ადამიანი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომებიც ჰქონდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამძიმარი გამოუცხადა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.  რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინს 90-იანი წლებიდან იცნობდა.

„ის რთული ბედის ადამიანი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომებიც ჰქონდა, თუმცა საჭირო შედეგებს აღწევდა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მაშინაც, როდესაც მას საერთო საქმისთვის ვთხოვდი, როგორც ეს ბოლო თვეებში იყო“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ის ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი, მუშაობდა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც, კერძოდ აფრიკაში“, – განაცხადა პუტინმა.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, რეისზე დარეგისტრირებული მგზავრების სიაში იყვნენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, მისი მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინი და დაჯგუფების სხვა მეთაურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები