პრიგოჟინის თვითმფრინავი ამ წუთებში ბაქოში მიფრინავს
“ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ამ წუთებში ბაქოსკენ მიფრინავს.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც, თავის მხრივ, Flightradar-ის მონაცემს ეყრდნობიან.
ამასთან, ვინ იმყოფება ბიზნეს-ჯეტის ბორტზე, უცნობია.
23 აგვისტოს, იმ დროს – როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის კიდევ ერთი თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა, მეორე თვითმფრინავი მოსკოვის ცაზე იმყოფებოდა და მოგვიანებით შერემეტიევოს აეროპორტში დაეშვა.