ბელარუსში “ვაგნერის” ბანაკის დემონტაჟი დაიწყო – “რადიო თავისუფლება ბელარუსი”
ბელარუსში, მოგილევის რაიონის სოფელ ცელში “ვაგნერის” ბანაკის დემონტაჟი აგვისტოს დასაწყისში დაიწყო.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლება ბელარუსი” Planet Labs-ის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ტერიტორიაზე სულ 273 კარავია და მათგან 101 უკვე ამოღებულია.
აღნიშნულია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ კარავში 20-მდე “ვაგნერელი” იმყოფებოდა, ამ დროისთვის ბანაკი 2 ათასამდე მებრძოლმა დატოვა.
თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, დატოვეს თუ არა ვაგნერელებმა ბელარუსი.