Mash: გამომძიებლები პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობენ
“ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავის – Embraer ERJ-135BJ-ის ჩამოვარდნის ადგილზე იარაღი, საბრძოლო მასალები და ხელყუმბარებია ნაპოვნი.
ტელეგრამის არხის – Mash-ის ინფორმაციით, ისინი ბორტზე მყოფი “ვაგნერის” მებრძოლებს ეკუთვნოდა.
ამ აღმოჩენის გამო, გამოძიებას მომხდარის კიდევ ერთი ვერსია გაუჩნდა – “საბრძოლო მასალებთან გაუფრთხილებლობით მოპყრობა“.
ამ დრომდე ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.