BBC: პრიგოჟინის ავიაკატასტროფა, სავარაუდოდ, ФСБ-მ მოაწყო
რუსეთის კერძო სამხედრო კამპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფა, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) მოაწყო.
ამის შესახებ BBC დიდ ბრიტანეთში სამხედრო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მათ ეს ყველაზე სავარაუდო ვერსიად მიაჩნიათ.
წყაროების თქმით, “ფეესბე” სრულიად ლოიალურია ვლადიმერ პუტინის მიმართ და, ამავდროულად, მათ სასაზღვრო სამსახური ექვემდებარება.
ბრიტანეთში მიაჩნიათ, რომ ამ ქმედების მიზანი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის პოზიციების გაძლიერებაა და ეს მიზანი მოკლევადიან პერიოდში მიღწეულია.