სად იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა პრიგოჟინის თვითმფრინავში – რა ვერსიაზე მუშაობენ გამომძიებლები
“ვაგნერის ჯგუფის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, შასში იყო დამონტაჟებული.
ამის შესახებ ტელეგრამის არხ SHOT-ს წყარომ განუცხადა.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, სწორედ შასისთან მოხდა აფეთქება, რომელმაც თვითმფრინავს ფრთა მოიგლიჯა და სტაბილიზატორს დაეჯახა. წყაროს თქმით, სწორედ ამის გამოა, რომ ჯეტმა ჯერ სწრაფად დაიწყო სიმაღლის აღება და ამის შემდეგ უცებ დაკარგვა.
ფრთის და სტაბილიზატორის გარეშე თვითმფრინავის გადარჩენა შეუძლებელი იყო.
შასში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ვერსია მოწმდება.