რაკეტა კიმ ჩენ ინსაც დაუვარდა
ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
იაპონიის სამხრეთის პრეფექტურაში, ოკინავაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ფხენიანის რაკეტამ გადაიფრინა იაპონიის ცა წყნარი ოკეანის მიმართულებით და საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება გაუქმდა.
ამავე დროს, ტელეარხი NHK იაპონიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეი რაკეტის ფრაგმენტები ყვითელ ზღვაში, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვასა და წყნარი ოკეანის სხვა ნაწილებში ჩამოვარდა.
თავდაცვის უწყება არ გამორიცხავს, რომ ფრაგმენტები, შესაძლოა ფილიპინების მახლობლად ჩამოვარდნილიყო.
რამდენიმე დღის წინ რუსეთმა კოსმოსში “ლუნა-25”-ის გაშვება წარუმატებლად განახორციელა.