მედია – “არავინ იცოდა, რომელ თვითმფრინავში ავიდოდა პრიგოჟინი”
“ვაგნერის” ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს ორი ბიზნესჯეტი ჰყავდა და თუ რომლით გადაწყვეტდა ის ფრენას, ბოლო მომენტამდე, როგორც წესი, თითქმის არავინ იცოდა.
ამის შესახებ გამოცემა Readovka-ს წყარომ განუცხადა, რომელსაც წლების განმავლობაში პრიგოჟინთან ჰქონდა კავშირი.
მისი ინფორმაციით, თუ რომელ თვითმფრინავს აირჩევდა საბოლოოდ “ვაგნერის” ლიდერი, იცოდნენ მხოლოდ მისმა პირადმა ლოგისტიკოსმა, რომელიც მართავდა ყველა ფრენას და დაცვამ.
სხვა არავისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო, მეტიც, თავად პრიგოჟინი ხშირად, ბოლო მომენტში, უსაფრთხოების მიზნით, სხვა თვითმფრინავის ბორტზე ადიოდა.
წყაროს თქმით, როგორც ჩანს, ამჯერად მას ეს არ გაუკეთებია.
Readovka-ს წყარომ ასევე თქვა, რომ, ასეთი ზომების მიღების და სიცოცხლისთვის მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ბიზნესმენი ვიწრო წრეში ხშირად ხუმრობდა, რომ მისი თვითმფრინავი ვერანაირად ვერ ჩამოაგდეს და ასევე საკუთარ სიკვდილზე იცინოდა.
ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავმა 23 აგვისტოს ტვერის ოლქში, მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში ფრენის დროს კატასტროფა განიცადა. ბორტზე თავად პრიგოჟინი, ასევე, მისი მოადგილე იმყოფებოდნენ. ჯამურად, 10 ადამიანია დაიღუპა.
დაწყებულია გამოძიება.