თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიას პროვინციაში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კატასტროფების მართვის სამსახური (AFAD)ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგები ეშილიურთის რაიონში ადგილობრივი დროით 08:35 საათზე, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

შესაძლო ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები