პოდოლიაკი: ეს არის სიგნალი რუსეთის არმიისთვის, რომ იქ ნამდვილად არ არსებობენ „გმირები“ და რომ ნებისმიერი ორგულობა ისჯება სიკვდილით

“საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლების მიერ პრიგოჟინის გარდაცვალების სწრაფი დადასტურება უკიდურესად გასაკვირია. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, როგორც წესი, გარკვეული დროა საჭირო იდენტიფიცირებისთვის. მაშასადამე, აქ საქმე გვაქვს ორ შემთხვევასთან – ან აშკარად იციან ფაქტის შესახებ ან იმყოფებიან შოკურ რეაქციაში და არღვევენ   პროტოკოლებს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს.

“მისი ასეთი დემონსტრაციული სიკვდილი არის პირდაპირი სიგნალი ელიტებისთვის, რომ რუსეთში „საკუთარი“ ხალხის სასტიკი მკვლელობები იწყება. ეს არის სიგნალი რუსეთის არმიისთვის, რომ იქ ნამდვილად არ არსებობენ „გმირები“ და რომ ნებისმიერი ორგულობა ისჯება სიკვდილით”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები