ბახმაროს საცხენოსნო დოღის მთავარი პრიზიორი ზუგდიდელი საბა თელია გახდა

“კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა. “ბახმაროს დიდი თასი 2023″-ის მთავარი პრიზიორი ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ ,,ხარებას” წევრი საბა თელია გახდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
“გამარჯვებულები სამ გარბენში გამოვლინდნენ. დოღში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, საპრიზო ფონდი კი 7000 ლარს შეადგენდა. ბახმაროში დოღი ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები