დუშეთისა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

default

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთისა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, 1 კმ-მდე სიგრძის ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო ე.წ. შალიკიანთ დასახლებიდან კანჭისქედამდე. მოეწყო გარე განათებაც.

შესრულებულ სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი ჩიფჩიურთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მაცაცო ნარიმანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ადგილზე დაგებული არ იყო ასფალტის საფარი. ჩატარებული სამუშაოების  შედეგად კი, მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეძლებს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 350 000 ლარს აღემატება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები