პაპუნა მარგველიძე: შოვში სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება.

„ამ დროის მდგომარეობით 27 მოქალაქის ცხედარი არის ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება. პერიმეტრი არის გაზრდილი. 27 ამოსვენებულიდან, 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედით თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი მოქალაქეების პოვნის“, – განაცხადა მარგველიძემ.

რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები