გარემოვაჭრეები უკანონო საქმიანობას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 19 აგვისტოდან ვეღარ შეძლებენ  – გორის მერია 

ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და ანტისანიტარიის აღმოფხვრის მიზნით, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარემოვაჭრეები უკანონო საქმიანობას 19 აგვისტოდან ვეღარ შეძლებენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, გურამიშვილის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე უკვე მოხდა გარემოვაჭრეების გაფრთხილება. გორის მუნიციპალიტეტის მერია გარემოვაჭრეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ თხოვნა და ვაჭრობა განაგრძონ კანონით გათვალისწინებულ ადგილებზე.

მოგეხსენებათ, რომ გარე ვაჭრობით, გარდა კანონის დარღვევისა, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ჯანმრთელობის საფრთხე ექმნება მოსახლეობას, არის საშინელი ანტისანიტარია, ნაგვიანდება ქუჩები. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება უკვე რამდენჯერმე შესთავაზა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

~

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები