ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აჭყვას მასივს აწესრიგებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, შედეგად, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები