სტიქიის ზონაში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სერგი ხიდეშელი

„საძიებო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”,- ამის შესახებ ონის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.

„დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გავმართავთ, რა დროსაც ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია სტიქია, ასევე იმაზე თუ რა გააკეთეს, რაზე იმუშავეს, რა ეტაპზე არიან და გასცემენ პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება.

რაც შეეხება სამუშაოებს, სტიქიის ზონაში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში. მათ შორის, სამუშაოები მძიმე ტექნიკის დახმარებით გრძელდება“, – განაცხადა ხიდეშელმა.

17 აგვისტოს 11:00 საათის მონაცემებით, მაშველები კიდევ 7 დაკარგულს ეძებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები