დღეიდან შოვის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტში, მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყება

დღეიდან შოვის ტერიტორიაზე, სამძებრო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, აქამდე მაშველებსა და სპეცტექნიკას ამის საშუალება ნიადაგის გამო არ მიეცა.

ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 26 ცხედარია აღმოჩენილი, მათ შორის, 24 იდენტიფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები