ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია კასპში მდებარე გიორგი სააკაძის ძეგლთან დაკავშირებით, თითქოს არასწორად გაწმენდის გამო ფერი შეეცვალა – კასპის მუნიციპალიტეტის მერია

“დღეს ინტერნეტსივრცეში რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია კასპში მდებარე გიორგი სააკაძის ძეგლთან დაკავშირებით, თითქოს არასწორად გაწმენდის გამო ფერი შეეცვალა”, –  ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პოსტში მოცემული ფოტოები ასახავს ძეგლის ამჟამინდელ სახეს. ძეგლი გაიწმინდა გასულ წელს, სპეციალისტების მიერ. მოგმართავთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწოთ ინფორმაცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები