რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე დასრულდა

რუსთავში ახალი  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.
აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელი, ახლად რეაბილიტირებული გზა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ  ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან  და მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
,,რუსთავში დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ლებანიძის ქუჩაზე, სადაც ახალი გზა მოეწყო. ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრალური გზების კეთილმოწყობა, ისე შიდასაუბნო სივრცეების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება.  შესაბამიისად,  შიდა უბნების გზების კეთილმოწყობა, რუსთავის ინფრასტრუქტურული პროექტების  ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა”-განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, 3 996 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ბეტონის საფარი, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა და 950 მეტრის სიგრძის დაწნეხილი ბორდიურები მოეწყო. ლებანიძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა. გზა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, აფხაზეთის ქუჩას, VIIა მკ/რ-სა და ლომოურის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. პროექტს ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტის შექმნის გარდა, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს.
,,დავასრულეთ ახალი გზის მშენებლობა ლებანიძის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარები, ცოტა ხანში დამონტაჟდება გარე განათების სისტემაც. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის, რადგან  ამ გზით ერთმანეთს უკავშირდება აფხაზეთის და ლომოურის სახელობის ქუჩები და მისი კეთილმოწყობა, ცენტრალური ქუჩების    განტვირთვასაც ისახავდა მიზნად, რაც  ქალაქის შიდასაუბნო განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიაა. პროექტი, რუსთავის ბიუჯეტიდან 370 610 ლარით დაფინანადა”, -განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.
ახალი შიდასაუბნო  გზა რუსთავში მიმდინარე წელსვე აშენდა  დოლიძე-გონაშვილის ქუჩებზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები