საქართველოს სკაუტური მოძრაობის სამეგრელოს ორგანიზაციის რეგიონალირი ბანაკი ,,ავატარი” დაიწყო

საქართველოს სკაუტური მოძრაობის სამეგრელოს ორგანიზაციის რეგიონალირი ბანაკი ,,ავატარი” დაიწყო, ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

,,ავატარი 2023″-ის მიზანია ახალგაზრდებში სკაუტინგის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ბანაკის გახსნას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან კონსტანტინე კაკავასთან და ბესიკ ჭეჟიასთან ერთდ ესწრებოდა. სკაუტური ბანაკი „ავატარი 2023″ არის თემატურად დაყოფილი ბანაკი.

ბანაკის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი და ფიზიკური აქტივობები, სკაუტური თამაშები და ტრენინგები, რომელიც ორიენტირებულია გუნდურ მუშაობაზე და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

აღნიშნული პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება”,- აღნიშნლია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები