გორის მუნიციპალიტეტში 3×3-ზე კალათბურთში მუნიციპალური პირველობა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში 3×3-ზე კალათბურთში გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები გამოვლინდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“I ადგილი – გუნდი ,,ველთ”

II ადგილი – გუნდი ,,გარეთუბანი”

III ადგილი – გუნდი ,,ბიგ ენდ 1″

გამარჯვებულ გუნდს თასთან ერთად ერგო ფულადი ჯილდოც 1500 ლარის ოდენობით. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს 1000 და 500 ლარი გადაეცათ.

გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც:

საუკეთესო ვეტერანი კალათბურთელი – ნიკოლოზ გრძელიშვილი

პერსპექტიული კალათბურთელი – ანდრია ჩოჩიშვილი

აქტიური მონაწილე – ქვახვრელი

ბომბარდირი – ზუკა ზუბიაშვილი

საუკეთესო კალათბურთელი – ოთო მაჭარაშვილი

რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის პირველობებზე გამარჯვებული გუნდები, სექტემბერში რეგიონის პირველობისთვის იბრძოლებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკალათბურთო კლუბი ,,ივერიონი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები