გოგი მეშველიანი: გავიცანი ძალიან საინტერესო ქალბატონი, მცირე მეწარმე ინგა ბერუაშვილი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ მონაწილეა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში „დანერგე მომავლის“ მონაწილე ინგა ბერუაშვილს ჟოლოს მეურნეობაში ესტუმრა და ადგილზე გაეცნო მცირე მეწარმის საქმიანობას, ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრი  სადემონსტრაციო ნაკვეთში მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა და დაათვალიერეა მეურნეობა.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ინგა არის დევნილი და მან 2016 წელს საქმიანობა დაიწყო RDFG –„სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციის  დაფინანსებით და პირველ ჯერზე ჟოლოს პლანტაციები გააშენა 1000 კვ.მ. -ზე, ხოლო უკვე 2022 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ დახმარებით შეძლო მეურნეობის 0,5ჰა-ზე გაზრდა. დამონტაჟებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემა. დარგულია თანამედროვე რეზისტენტული ჯიშები: კაროლინა, ნოვა, კემბი.

„გავიცანი ძალიან საინტერესო ქალბატონი, მცირე მეწარმე ინგა ბერუაშვილი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“მონაწილეა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში აქვს ჟოლოს მეურნეობა.

ქალბატონ ინგას და მის ოჯახს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოუწიათ სოფელ ერედვიდან გადმოსვლა და ახალ ადგილას დამკვიდრება. მათ ყველაფერი დატოვეს რაც გააჩნდათ თუმცა, თან წამოიღეს შემართება და შრომის სურვილი. ამ ადამიანებმა ყველაფერი თავიდან დაიწყეს და დღეს ათობით ადამიანი ჰყავთ დასაქმებული საკუთარ მეურნეობაში.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ასეთ ადამიანებს შევუწყოთ ხელი. სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ შექმნას ისეთი პროგრამები/ პროექტები, რაც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია „დანერგე მომავალი“. მსგავსი ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან განვითარდება სოფლის მეურნეობა და ადგილზე შეიქმნება სამუშაო ადგილები რაც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები