დავით არახამია – ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებაზე: უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობაზე საუბარი ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას

უკრაინის პარლამენტში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, ჰიპოთეტური მოსაზრებები უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით რუსეთს შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს.

„რაღაცის სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების დათმობაზე საუბარი მხოლოდ აგრესიას უწყობს ხელს. პრინციპში, ამას უკვე მოსკოვის პირველი რეაქციებიდან ვხედავთ.

მათ მოსწონთ ეს იდეა, რადგან ის აკანონებს აგრესიულ ომებს და ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს. ეს იწვევს დემოკრატიის დამარცხებას და ტოტალიტარული რეჟიმების ტრიუმფს.

ტერიტორიების დათმობა არ ნიშნავს ომის დასრულებას. ის იძლევა ახალი კონფლიქტების გარანტიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“, – აღნიშნა არახამიამ.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი რუსეთისადმი ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილება კიევის მიერ უნდა იქნეს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები