პოდოლიაკი: ტერიტორიის ნატოს ქოლგაზე გაცვლა? სასაცილოა – ეს ნიშნავს გლობალური დანაშაულის წახალისებას და რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებას
ტერიტორიის ნატოს ქოლგაზე გაცვლა? სასაცილოა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ შესაძლოა ნატოში გაწევრიანება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს შეიძლება იყოს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი.
პოდოლიაკის თქმით, თუ პუტინი არ განიცდის გამანადგურებელ მარცხს, არ შეიცვლება პოლიტიკური რეჟიმი რუსეთში და არ დაისჯებიან ომის დამნაშავეები, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის უფრო დიდ მადასთან ერთად.
„ტერიტორიის ნატოს ქოლგაზე გაცვლა? სასაცილოა. ეს ნიშნავს დემოკრატიის დამარცხების გააზრებულ არჩევას, გლობალური დანაშაულის წახალისებას, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებას, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სხვა თაობებისთვის გადაცემას. ცხადია, თუ პუტინი არ განიცადა გამანადგურებელი მარცხი, არ შეიცვლება პოლიტიკური რეჟიმი რუსეთში და არ დაისჯებიან ომის დამნაშავეები, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის უფრო დიდ მადასთან ერთად.
მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისა და პირდაპირ ვთქვათ, პუტინის ტრიუმფის მეშვეობით „ცუდი მშვიდობის“ დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობას არ მოუტანს, მაგრამ მოუტანს სირცხვილსაც და ომსაც. ეს ეხება ახალი „ევროპის გაყოფის“ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის ნატოს ქოლგითაც. მაშინ რატომ არის საჭირო რუსეთისთვის სასურველი გაყინვის სცენარის შემოთავაზება, იარაღის დაჩქარებული მიწოდების მაგივრად? არ არის საჭირო მკვლელების საზარელი ინდულგენციებით წაქეზება“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
Trading territory for a NATO umbrella? It is ridiculous. That means deliberately choosing the defeat of democracy, encouraging a global criminal, preserving the Russian regime, destroying international law, and passing the war on to other generations. After all, why should Russia…
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 15, 2023