საქართველოს უზენაესი სასამართლო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს უზენაესი სასამართლო კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გარდაცვალება ქართული იურიდიული საზოგადოებისათვის დიდი დანაკარგია.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი კონსტანტინე წლების განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით ემსახურებოდა ქართულ მართლმსაჯულებას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული იურიდიული საზოგადოებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს ამ მწუხარებას და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს”,- წერია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები