„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ჯივიპი 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც კომპანია 21 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

„რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, შალიკაშვილის ხიდიდან ცაბაძის ქუჩამდე სრულად განახლდება 4 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და 3 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა. „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები შლიკაშვილის ხიდთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებულ მონაკვეთზე გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 15 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 15 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან, 17 აგვისტოს 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: დიდუბის რაიონში – წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ფიფიას, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთას, გაფრინდაულის, იშხნელების, სოხუმის, ზუგდიდის მაიაკოვსკის და იამანიძის ქუჩებს, თევდორე მღვდელის ქუჩა N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩა N 7-ს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები