დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, მათგან 3 ბავშვია

მახაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე 14 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, მათგან 3 ბავშვია, 105 დაშავდა.

ამის შესახებ რუსულ მედიას დაღესტნის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 65 მოქალაქე რჩება, მათგან 11 ბავშვია.

14 აგვისტოს საღამოს მახაჩყალის გარეუბანში ცეცხლი ავტოსერვისს გაუჩნდა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა და აფეთქებაც მოხდა.

ხანძრის ფართობი 600 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.

დაღესტნის ხელმძღვანელის თქმით, დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციის სახით, მილიონ რუბლს მიიღებენ.

დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები