მოლდოვამ 22 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
მოლდოვამ 22 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შემდეგ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს პერსონალი 25 ადამიანამდე შემცირდა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადრე რუსეთის საელჩოში 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
მოლდოვამ თავის გადაწყვეტილება რუსეთის არამეგობრული ქმედებებით და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მრავალი მცდელობით ახსნა.
ივლისის ბოლოს, გამოძიებით დამტკიცდა რომ რუსეთის ხელისუფლებას მოლდაველი პოლიტიკოსების თვალთვალი სატელიტური ანტენების გამოყენებით შეეძლო, რომლებიც კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სახურავზეა დამონტაჟებული.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუსეთი გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიშინიოვის ქმედებებს არამეგობრული ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ თანამშრომლების შემცირებული შტატი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს საელჩოს მომსახურებებს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, კიშინიოვში შეიზღუდება ვაჭრობის, მეცნიერებისა და კულტურის საქმიანობებიც.