აზერბაიჯანული მხარე სომხეთს საზღვართან სამხედრო ტექნიკისა და ჯარების მობილიზებაში ადანაშაულებს – ოფიციალური ერევანი ბრალდებებს უარყოფს

ბოლო დღეებში აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები და სომხური შეიარაღებული ძალები აქტიურობენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ბაქოში აცხადებენ, მიმდინარეობს საბრძოლო პოზიციების გაძლიერება პერსონალისა და იარაღის მხრივ, ასევე თავდაცვის ახალი ხაზების მომზადება, სანგრების გათხრა, სომხური შეიარაღებული ფორმირებებისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტერიტორიის სიმაგრეების დამონტაჟება და დანაღმვა.

თავის მხრივ, სომხეთი აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს. როგორც ერევანში აცხადებენ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დიდი რაოდენობით იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და ჯარების მობილიზება მოახდინეს, რეალობას არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები