დიდი ბრიტანეთი შვედეთში მყოფ თავის მოქალაქეებს შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს
დიდი ბრიტანეთი შვედეთში ჩასულ თავის მოქალაქეებს შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაფრთხილების გადაწყვეტილება შვედეთში ანტიისლამური აქტივისტების მიერ ყურანის დაწვის შემდეგ მიიღო, რამაც მუსულმანების აღშფოთება გამოიწვია.
„ამ დროს უნდა იყოთ ფხიზლად. დიდი ალბათობით, ტერორისტები შეეცდებიან და განახორციელებენ თავდასხმებს შვედეთში იმ ადგილებში, რომლებსაც უცხოელები სტუმრობენ და რომლებიც პოტენციური სამიზნეები არიან“, – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების მიმართვაში.