გერმანია 2027 წლამდე უკრაინისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს

გერმანია 2027 წლამდე უკრაინისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

გერმანიის ფინანსთა უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ჯერ კიდევ გერმანიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მანვე დასძინა, რომ ბერლინი ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს კიევს, მხარს უჭერს უკრაინელ ლტოლვილებს და იხდის შენატანებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, საიდანაც თანხები ასევე მიდის უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად.

ლინდნერის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინისადმი გერმანიის დახმარებამ 22 მილიარდი ევრო შეადგინა.

„ახლა ჩვენ უკრაინას ვესაუბრებით არა როგორც დონორ ქვეყანას, არამედ როგორც პარტნიორ ქვეყანას“, – ციტირებს Forbes Ukraine-ი გერმანელი მინისტრის ნათქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები