რაკეტები, Javelin-ები, საბრძოლო მასალები – აშშ უკრაინას კიდევ 200 მილიონი დოლარის დახმარებას გადასცემს

აშშ უკრაინას Presidential Drawdown Authority-ს მექანიზმის ფარგლებში, დამატებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გადასცემს.

როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, პაკეტში შედის საბრძოლო მასალები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და აღჭურვილობა განაღმისთვის.

პენტაგონში კი დააზუსტეს, რომ დახმარება მოიცავს: Patriot HIMARS სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ასევე 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალა;

TOW რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin და სხვა;

37 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასატანად, 58 მისაბმელი წყლის ტექნიკისთვის; 12 მილიონზე მეტი მცირე ზომის იარაღის ვაზნა;

მოწყობილობები და სისტემები განაღმისთვის, ჭურვები დაბრკოლებების გასაწმენდად და სათადარიგო ნაწილები აღჭურვილობის შეკეთებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები