სტამბოლში გემთმშენებელ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის ქალაქ ტუზლაში გემთმშენებელ ქარხანაში, რემონტზე მყოფი გემის ნარჩენების ავზში აფეთქება მოხდა.

CNN Turk-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გემზე მომუშავე ერთი მუშა დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

შეტყობინებების შემდეგ შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული.

პოლიციამ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გასულ კვირას, სტამბოლის მახლობლად მდებარე პორტში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები