ლატვიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

ლატვიის პრემიერმინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ კოალიციური კრიზისის გამო, თანამდებობას დატოვებს და პრეზიდენტს განცხადებას ოფიციალურად 17 აგვისტოს წარუდგენს.

ამის შესახებ Delfi წერს.

კარინშმა შესაბამისი განცხადება დილით, დაუგეგმავ ბრიფინგზე გააკეთა, ასევე თავის პარტიას პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატის წარდგენა შესთავაზა.

მოქმედი მთავრობა აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც დროებითი, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.

მედია წერს, რომ მთავრობის ახალ პრემიერად, არაოფიციალურად განიხილება კარინშის თანაპარტიელი, კეთილდღეობის ამჟამინდელი მინისტრი, ევიკა სილინია.

გასული კვირის ბოლოს კარინშმა განაცხადა, რომ მწვანეთა კავშირთან და “პროგრესულებთან” პოტენციურ კოალიციას განიხილავს, მაგრამ ახალ მთავრობაში თანამშრომლობას ამჟამინდელ პარტნიორებს – “ეროვნულ გაერთიანებას” და “ერთობლივ სია”-საც შესთავაზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები