იტალიის ქალაქში მეწყერი ჩამოწვა – 5 ადამიანია დაკარგული (ფოტო)

იტალიაში ქალაქ ბარდონეკიაში, ღამით მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად 5 ადამიანია დაკარგული

ამის შესახებ Ansa წერს.

აღინიშნება, რომ ქალაქში გამავალი ნაკადი, საღამოს უეცრად ტალახის მდინარედ გადაიქცა, რომლის მიზეზად მთებში მეწყერი დასახელდა.

ასამდე მოქალაქის ევაკუაცია მოხდა, დაზიანებულია მათი სახლები.

მაშველებმა 6 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ქალაქისთვის მიყენებული ზარალი უცნობია, განადგურებულია ბევრი ხიდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები