კუნძულ მაუიზე ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა

კუნძულ მაუიზე, სადაც, თითქმის ერთი კვირაა მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა. მანამდე, 93 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ამასთან, ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

პარალელურად, სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირას ჰავაის არქიპელაგზე ქარი გაძლიერდება, რადგან ჩრდილოეთში წნევა მატულობს და სამხრეთში ტროპიკული ციკლონი ძლიერდება.

თუმცა, აღინიშნება, რომ ის არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორც გასულ კვირას იყო. 15 აგვისტოდან – 17 აგვისტოს ჩათვლით, მოსალოდნელია ქარი, რომლის სიჩქარე 30 კმ/ს იქნება, უკვე 18 აგვისტოს ქარის სიჩქარე, სავარაუდოდ, შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები