სომხეთში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ტბაში დაიხრჩო

სევანის ტბაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ალექსანდრე სენჩენკო დაიხრჩო.

სომხურ მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

შემთხვევა 13 აგვისტოს მოხდა.

მაშველებმა ნაპირიდან 25 მეტრში წყალში მამაკაცი შენიშნეს, რომელიც ცურვის დროს გაუჩინარდა. კაცი ტბის 1,5 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცის გარდაცვალება დაადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები