ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მერმა, სამსახურის უფროსებისგან მოისმინა  მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გეგმის მიხედვით აქტიურად მიმდინარეობს. როგორც თათბირზე აღინიშნა, 2023 წელს, ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილზე სამუშაოები დასრულებულია, ნაწილზე გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს. მალე დაიწყება იმ პროექტების განხორციელება, რომლებზეც ამ ეტაპზე ტენდერია გამოცხადებული ასევე, მუნიციპალიტეტის 83-ივე სოფელში, აქტიურად მიმდინარეობს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები