Milliyet: თურქეთში პუტინს რამდენიმე დღეში ელოდებიან
ანკარამ გააძლიერა დიპლომატიური მუშაობა და იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს, უახლოეს დღეებში ეწვევა.
ამის შესახებ თურქული გაზეთი Milliyet-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
Milliyet-ის ცნობით, ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, რომ ღონისძიების წინ, „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად, ანკარას დიპლომატია კიდევ უფრო გააქტიურდა“.
თურქული ტელეარხი A Haber-ი 12 აგვისტოს აცხადებდა, რომ თურქეთისა და რუსეთის ლიდერები პირისპირ მოლაპარაკებას, სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის დასაწყისში გამართავენ, ამასთან არ გამოირიცხა მოსკოვში რეჯეპ თაიპ ერდოღანის ვიზიტი.