ჩრდილოეთ კორეაში ბირთვულ პოლიგონთან ორი მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული პოლიგონის მახლობლად ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.

ამის შესახებ Yonhap-ი კორეის მეტეოროლოგიურ სამმართველოზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ პირველი 2,7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ჩრდილოეთ ჰამგიონგის პროვინციაში კილჯუდან ჩრდილო-დასავლეთით 40 კილომეტრში მოხდა.

მეორე, 2,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ​კილჯუდან ჩრდილო-დასავლეთით 42 კილომეტრში მოხდა.

სწორედ კილჯუში მდებარეობს პოლიგონი ​პუნგიე-რი, რომელზეც ფხენიანმა ექვსივე ბირთვული ტესტირება ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები