ირანში მავზოლეუმში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თანამდებობიდან შს მინისტრის მოადგილე გაათავისუფლეს
ირანის ქალაქ შირაზში შაჰ ჩერახის მავზოლეუმში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ქვეყნის შს მინისტრმა, აჰმად ვაჰიდიმ თანამდებობიდან, თავისი მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, მოჰამად რეზა გოლამრეზა გაათავისუფლა.
სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ტერაქტი ქვეყანაში მიმდინარე პარლამენტის ქვედა პალატაში არჩევნების პარალელურად მოხდა.
აღინიშნება, რომ თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაცია შს მინისტრს, ფარსის პროვინციის გუბერნატორსა და ირანის პრეზიდენტ, ებრაჰიმი რაისის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა, რომლის დროს რაისიმ ორივე ჩინოვნიკს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაედგინათ ყველა მონაწილე პირი.
ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
ძალოვანებმა ადგილზე ერთი თავდამსხმელი დააკავეს, მეორემ მიმალვა შეძლო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.