სომხეთში ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთში, ერევანი-გიუმრის გზატკეცილზე, სოფელ ლანჩიკში ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო “ზილ”-ი შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ ინფორმაციას, სომხეთის სამაშველო სამსახური ავრცელებს.

კიდევ 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია ექსტრემალური სამსახურების ბრიგადები.

რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები