ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა, გვიან ღამით, ოდესაზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, მასირებულ სარაკეტო თავდასხმას ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი მოჰყვა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
“რაშისტებმა” დაბომბეს ერთ-ერთი სუპერმარკეტი, რომლის სამი თანამშრომელი დაშავდა.
ასევე, დაზიანდა უმაღლესი სასწავლებლის საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი, აფთიაქი და მანქანები.
საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ 15 “შაჰედი” ჩამოაგდეს, და 8 “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტა.

