ირანის ქალაქ შირაზში შაჰ ჩერახის მავზოლეუმზე თავდასხმაზე, რომლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა და სულ მცირე, ერთი დაიღუპა, პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al-Mayadin-ი ავრცელებს.
ტერაქტი 13 აგვისტოს საღამოს მოხდა.
Press TV-ის ცნობით, თავდამსხმელი იყო ორი, მათგან ერთი ადგილზე დააკავეს, მეორემ მიმალვა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ამ მავზოლეუმზე ეს უკვე მეორე თავდასხმაა.
გასული წლის 26 ოქტომბერს ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 45 დაშავდა. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი პირი იმავე ღამეს დააკავეს, დანარჩენები მოგვიანებით. მაისში დანაშაულში მონაწილე ორი პირი სიკვდილით დასაჯეს.